1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნაა ნაგ ნად ნავ ნათ ნაკ ნამ ნარ ნატ ნაფ ნაც ნაწ ნახ

ნაწილობრივი ჩართვა

ნიშნავს, რომ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არჩევითად ესწრება გაკვეთილებს. ანუ, მოსწავლის შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მისთვის იქმნება ინდივიდუალური საგაკვეთილო განრიგი და იგი ესწრება მხოლოდ იმ გაკვეთილებს, რომელსაც მისი განრიგი ითვალისწინებს. ნაწილობრივი ინკლუზია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების ძალიან მოქნილი ფორმაა. მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე, იგი ემსახურება:
ა) მოსწავლის ეტაპობრივ ჩართვას სასწავლო პროცესში;
ბ) მოსწავლის შეგუებასა და თანდათანობით ადაპტირებას სასწავლო გარემოსთან;
გ) მოსწავლისათვის საკმარისი დროისა და სივრცის უზრუნველყოფას თანატოლების გასაცნობად და არაფორმალურ გარემოში ურთიერთობისათვის.
Source: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის (ინკუზიური განათლება) – 2009 – რედ.: მანანა მიქელაძე
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9