კრებული, სადაც თავს იყრის მოსწავლის შესახებ ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული მოსწავლის სწავლასა და განათლებას უკავშირდება. პორტფოლიოში კომპაქტურად არის თავმოყრილი ყველა ის დოკუმენტი და მასალა, რომელიც ასახავს მოსწავლის სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებს, მის ძლიერ და სუსტ მხარეებს, მის სოციალურ და საგანმანათლებლო გარემოს. პორტფოლიო წარმოადგენს გზამკვლევს მოსწავლის განათლების დაგეგმვის და წარმართვის პროცესში.
Source: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის (ინკუზიური განათლება) – 2009 – რედ.: მანანა მიქელაძე