1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰობ ჰოვ ჰოკ ჰოლ ჰომ ჰოპ ჰორ ჰოს ჰოტ

ჰოკეი

ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს ყინულზე ან ბალახზე ბურთის გუნდურ თამაშს. ბალახის ჰოკეის უძველეს წარმომავლობას მრავალი ისტორიული ძეგლი ადასტურებს, ყოველგვარ ეჭვს მოკლებულია ის ფაქტიც, რომ ბალახის ჰოკეი 4000 წელზე მეტი ხნისაა. ნაპოვნია უძველესი ისტორიული ძეგლი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წელს მიეკუთვნება. ესაა ნილოსის ხეობაში ბენი ჰასანთან მე-16 პირამიდაზე ნაპოვნი გამოსახულება ორი ადამიანისა, რომლებიც ყვანჭით (ჰოკეის ჯოხი) და რაღაც ბურთისმაგვარი საგნით თამაშობენ. შემდგომი პერიოდის ისტორიული დოკუმენტები მოწმობს, რომ ჰოკეის მსგავსი თამაშები გავრცელებული იყო იაპონიაში, სამხრეთ ამერიკის ინდიელებში, საბერძნეთში და სხვაგან.
Source: გზამკვლევების კრებული სპორტის სახეობებში (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (VII-XII კლასები)) - თბ, 2010 – პროექტის ხელ.: ქეთევან ქობალია – პასუხისმგებელი რედ.: მამია ტუღუში
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9