1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჭა ჭე ჭი
ჭიდ

ჭიდაობა

ძველ ქართულ ლიტერატურულ და ისტორიულ პირველწყაროებში ჭიდაობა „რკენის“ სახელწოდებით არის ცნობილი. იგი ნახსენებია მეცხრე საუკუნის ჰაგიოგრაფიულ ძეგლში - „ცხოვრება სვიმონ მესუეტისა“. ჭიდაობის სცენაა გადმოცემული უძველეს თქმულებაში ამირანზე, სადაც გმირი ამირანი უძლეველ ფალავნად გვევლინება. საფალავნო ამბებზე მოგვითხრობს XII საუკუნეში შექმნილი მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანი“ და იოანე შავთელის „აბდულმესიანი“. „ქართლის ცხოვრების“ ქრონიკებში ასახულია უძველესი ფალავნების სადუნ მანკაბერდელის, მზეჭაბუკ ათაბაგისა და სხვათა საფალავნო ამბები.
Source: გზამკვლევების კრებული სპორტის სახეობებში (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (VII-XII კლასები)) - თბ, 2010 – პროექტის ხელ.: ქეთევან ქობალია – პასუხისმგებელი რედ.: მამია ტუღუში
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9