1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაძ მაჰ

მაზდეიზმი

  1. ერთ-ერთი უძველესი დუალისტური რელიგიაა. სახელწოდება დაკავშირებულია უზენაეს და კეთილ ღვთაებასთან - აჰურამაზდასთან. იგი გავრცელებული იყო სპარსელთა წინაპრებს - არიელებს შორის. მის დოგმატებსა და ღვთისმსახურების წესებს საბოლოო სახე ზარათუშტრამ (ბერძნული წარმოთქმით - ,,ზოროასტერ ‘’) მისცა, რისთვისაც უკანასკნელს მოიხსენიებენ რეფორმატორად და წინასწარმეტყველად. მან დაწერა გათების ანუ საგალობლების კრებული, რომელიც შესულია აღნიშნული რელიგიის ფუძემდებელ წიგნში - ავესტაში (გათების კრებული ქართულად თარგმნა პროფ. გიორგი ახვლედიანმა. დაიბეჭდა 1979 წელს). ,,ავესტა’’ დაწერილია ძველი ირანული ენის ერთ-ერთ დიალექტზე. მისი პირვანდელი სრული ტექსტი არ გადარჩენილა: როგორც ვარაუდობენ, ნაწილი განადგურდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ ირანის დაპყრობის დროს, ნაწილი მოისპო ირანში ისლამის შემოჭრის შედეგად. გარკვეულია, რომ ეს წიგნი იქმნებოდა და ივსებოდა ათასზე მეტი წლის განმავლობაში (ძვ.წ. IX - ახ.წ. III ). მასში წარმოდგენილია ლოცვები (იასნები) და საგალობლები (გათები); ჩამოყალიბებულია ზოროასტრიზმის არსი.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  2. დუალისტური რელიგიაა (თუმცა რელიგიათმცოდნეთა ნაწილი მასში მძლავრ მონოთეისტურ ელემენტებს ხედავს). სახელწოდება უზენაეს და კეთილ ღვთაებას – აჰურამაზდას – უკავშირდება. მაზდეიზმი გავრცელებული იყო სპარსელთა წინაპრებს, არიელებს, შორის. მის მოძღვრებასა და ღვთისმსახურების წესებს საბოლოო სახე ზარათუშტრამ (ბერძნული წარმოთქმით – „ზოროასტერ“, იგივე ზარატუსტრა) მისცა, რისთვისაც მას რეფორმატორად და წინასწარმეტყველად მოიხსენიებენ. მას მიეწერება გათების ანუ საგალობლების კრებულის შექმნა, რომელიც შესულია აღნიშნული რელიგიის ფუძემდებელ წიგნში „ავესტა“. უზენაესი ღვთაებაა აჰურამაზდა ანუ ორმუზდი.აჰურამაზდას სიმბოლოა ცეცხლი. იგი მზის ანარეკლია და ასახიერებს ღვთის სამართალს („არტის“). აქედან წარმოდგება ცეცხლთაყვანისმცემლობა. ათეშკებში, მაზდეანურ ტაძრებში, საკურთხევლის წინ, ჩაუქრობლად ენთო კოცონი, რასაც მორწმუნენი ემსახურებოდნენ. დღეისათვის ეს რელიგია შეცვლილი სახითაა შემორჩენილი ინდოეთსა და ირანში: ინდოეთში – ფარსების სექტა, ირანში – გებრებისა.
    Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9