1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სიბ სიდ სივ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიქ სიღ სიყ სიც სიძ

სიცილი

არისტოტელემ ადამიანის განმსაზღვრელ თვისებად აღიარა (De partibus animalium: III, 10, 673 a 8, 28) და, ამგვარად, იგი, ვ. იეგერის მართებული შეფასებით, აზროვნებასა და მეტყველებასთან ერთად თავისუფალი სულის გამოხატულებად მოიაზრა (იეგერი 2001: 414-415). ცხადია, სიცილი, ისევე როგორც მეტყველება და გონება, ადამიანის სიკეთის მაჩვენებელიც შეიძლება იყოს და ბოროტებისაც, სიბრძნისაც და სიბრიყვისაც, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში იგი თავისუფალი რეაქციაა ამა თუ იმ სახის შეუსაბამობაზე. აქედან გამომდინარე, სიცილის თავისუფლება სიტყვისა და აზრის თავისუფლების დემოკრატიული პრინციპების ერთგვარი პრაქტიკული რეალიზაციაა (ცხადია, პიროვნების პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის გათვალისწინებით).
Source: ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები (II საერთაშორისო სიმპოზიუმი) (ნაწილი II) - თბ, 2009 – რედ.: ირმა რატიანი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9