ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში ითარგმნა როგორც „სახისმეტყველება“, მხოლოდ ცნების ანალიზი პრიორიტეტულად განხორციელდა ქრისტიანული სახისმეტყველების მიმართულებით. იმაგოლოგია ძალზე ფართო ცნებაა და მოიცავს ტექსტის სრულიად განსხვავებულ ასპექტებს. თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობით პრაქტიკაში უკვე აპრობირებულია სოციალური, კულტურული, ლანდშაფტური და სხვა ტიპის იმაგოლოგიური კვლევები. სასურველია, თანამედროვე ქართული ლიტერატურათმცოდნეობა მეტი სიღრმით მოეკიდოს ამ ცნებას.
Source: ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები (II საერთაშორისო სიმპოზიუმი) (ნაწილი II) - თბ, 2009 – რედ.: ირმა რატიანი