1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გამომსახველობა

გამოსახვა არის „შინაგანისა“ და „გარეგანის“ სინთეზი – ძალა, რომელიც „შინაგანს“ აიძულებს, რომ გამოვლინდეს, „გარეგანს“ კი ექაჩება (ეწევა) „შინაგანის“ სიღრმეში შესაღწევად. გამოსახვა (გამოხატვა) ყოველთვის დინამიკური პროცესია; მოძრაობა ხორციელდება როგორც „შიგნიდან“ „გარეთ“, ისე „გარედან“ „შიგნით“. ხატოვნად რომ ვთქვათ, გამოსახვა არის ორი ენერგიის შეხვედრის არენა (შინაგანისა და გარეგანის) და მათი შერწყმა ერთ მთელში, რომელიც ერთდროულად ერთიცაა და მეორეც. ტერმინი გამო-სახვა (გამო-ხატვა) მიუთითებს აქტიურ მიმართულობაზე, თვითგარდასახვაზე. პოეზიის მთავარი იარაღი – სიტყვა – გამომსახველია, იგი „პერსპექტიულია“ და არა „ბრტყელი“. ასევეა მითიც; იგი „გამომხატველია“, ყოველთვის ჩანს, რომ მითში ორი ან მეტი შრეა. მათ ამსგავსებს ისიც, რომ მითოსური და პოეტური სახეები შეიძლება იყვნენ სქემებიც, ალეგორიებიც და სიმბოლოებიც.
Source: ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები (II საერთაშორისო სიმპოზიუმი) (ნაწილი II) - თბ, 2009 – რედ.: ირმა რატიანი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9