1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მასკულინობა (მამაკაცურობა) და ფემინურობა (ქალურობა)

ერთი მხრივ, ფსიქიკის ფილოგენეტიკურად განპირობებული თავისებურებებია, ხოლო მეორე მხრივ - ონტოგენეზში ჩამოყალიბებული სოციოკულტურული წარმონაქმნები. სწორედ ამ პირობებმა დაუდო დასაბამი გენდერის, როგორც სქესის სოციოკულტურული კატეგორიის, შექმნას. წარმოებულმა გენდერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ სქესის შესწავლა როგორც მხოლოდ ბიოლოგიური მოვლენისა, აღარიბებდა ამ ცნებითს კატეგორიას. თანამედროვე სოციოლოგები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, ეთნოლოგები შეისწავლიან განსხვავებული სქესის ადამიანების ქცევათა თავისებურებებს მოცემული კულტურის ფარგლებში. გენდერი რთული კომპლექსია, რომელშიც გადაჯაჭვულია კულტურული, ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები. ეს ასპექტები კი, თავის მხრივ, განაპირობებს ეროვნული ენობრივი პიროვნების ქცევას, რაც გენდერთან დაკავშირებულ საკითხებს ლინგვისტებისათვისაც საინტერესოს ხდის. გენდერს, როგორც ენისა და კულტურის მოვლენას, შეისწავლის ახლად შექმნილი დისციპლინები: ლინგვოკულტუროლოგია, გენდერლინგვისტიკა და გენდერპოეტიკა.
Source: სემიოტიკა – 2010 – №7 – მთ. რედ.: ცირა ბარბაქაძე – ნომრის რედ.: თამარ ბერეკაშვილი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9