1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ოჩო

ოჩოპინტ(რ)ე

გუდამაყრული მასალით, ნადირთმწყემსია და პაწია ქალის სახით ეჩვენება ხოლმე მონადირეებს. მისთვის პაწია ქალამნებს თხის, ძროხის ან ხარის ტყავისაგან ამზადებდნენ და მაღალ კლდეზე დატოვებდნენ. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული თქმულებებით ნადირს რიგრიგობით პატრონობს ქალი ან ვაჟი. საინგილოში ჩაწერილი თქმულებით ნადირს თავის ბატონი და-ძმა ჰყავს. თითო წელს პატრონობენ ისინი ტყის ნადირს. კახური მონაცემებით ნადირთმწყემსი შეიძლება ქალიც იყოს და კაციც. მათ შორის მორიგეობაა. როცა ქალის ჯერია, მაშინ ნადირი ძნელი მოსაკლავია, ქალი ფრთხილობს: ხოლო კაცი, რომ არის, მაშინ ნადირი „ბრიყვია“ და მისი მოკვლა ადვილია; ფშავლებიც ნადირთღვთაებას პატარა ქალად წარმოიდგენენ (ე. ვირსალაძე 1976)
Source: სემიოტიკა – 2008 – №3 – მთ. რედ.: ცირა ბარბაქაძე – ნომრის რედ.: თამარ ლომიძე
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9