1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინტერტექსტუალობა

XX ს-ის 60-იანი წლების ლიტერატურის თეორიაში დაამკვიდრა ფრანგმა მკვლევარმა იულია კრისტევამ. ი. კრისტევამ საკუთარი თეორიის შემუშავებისას მიმართა ჯერ კიდევ რუსი ფორმალისტის-მიხაილ ბახტინის მიერ შემოღებულ ცნებას - „დიალოგურობა“ (ბახტინი 1975). მ. ბახტინის აზრით, ყველა გამონათქვამი, რომელიც ლიტერატურულ ტექსტში გვხვდება, უშუალო კავშირშია დიალოგსა და ციტატთან, მასში ისმის ერთგვარი ექო სხვა გამონათქვამებისა. რადგანაც ენა სოციალური ფენომენია, ჩვენს მიერ ხმარებული სიტყვები გაჯერებულია სხვა მოუბართა ინტენციებითა და აქცენტებით. გამონათქვამის მნიშვნელობა წარმოიქმნება უცხო სიტყვებისა და ღირებულებების, სხვადასხვა სოციალური და პროფესიული ენების ურთიერთქმედების შედეგად.
Source: სემიოტიკა – 2008 – №3 – მთ. რედ.: ცირა ბარბაქაძე – ნომრის რედ.: თამარ ლომიძე
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9