„ხუამალდის“ ეტიმოლოგიის გარკვევა დღეისათვის ვერ ხერხდება. გარეგნულად ეს ტერმინი ბერძნულ „ხელანდოს“ - ხელანდონს“ მოგვაგონებს. ასე ეწოდებოდა ბიზანტიაში ერთი ტიპის საზღვაო სამხედრო ნავებს; მაგრამ ქართული ენის კანონების გათვალისწინება უფლებას არ გვაძლევს ბერძნული „ხელანდონიდან“ ქართული „ხომალდის“ წარმოშობა ვივარაუდოთ. მით უფრო, რომ „ხელანდონი“ მრავალნიჩბიანი სამხედრო ნავია, მაშინ როცა „ხუამალდი“ აფრიანი ნავი ჩანს“.
Source: სემიოტიკა – 2010 – №8 – მთ. რედ.: ცირა ბარბაქაძე – რედ.: თამარ ბერეკაშვილი