(ჩინეთის რესპუბლიკა) დე-ფაქტო სუვერენული ქვეყანა. კუნძული წყნარ ოკეანეში, რომელიც 150 კილომეტრითაა დაშორებული მატერიკული ჩინეთისგან. ოფიციალური პეკინი ტაივანს ცალსახად განიხილავს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციად (სულ ჩინეთში 23 პროვინციაა). მსოფლიოს სახელმწიფოების უმეტესობაც ტაივანს ჩინეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.
Source: ინტელექტუალი – თბ.,2011 – №15 – მთავარი რედ.: გიორგი მადუაშვილი