როგორც არამატერიალური აქტივი, განისაზღვრება როგორც პრესტიჟი, რეპუტაცია, კეთილგანწყობა, რომელიც არახელშესახები ღირებულების აქტივს წარმოადგენს და რომელსაც დამოუკიდებელი საბაზრო ღირებულება არ გააჩნია.“ გუდვილი არის ხანრძლივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული კარგი რეპუტაცია, რომლის მეშვეობითაც გუდვილის მფლობელი იზიდავს მომხმარებლებს და რომელიც წარმოადენს მომავალი საქმიანობის განხორციელების წინაპირობას. გუდვილი ეს არის საწარმოს კარგი სახელის, რეპუტაციისა და ურთიერთობების უპირატესობა და სარგებელი, ეს არის ის, რაც განასხვავებს ადრე დაფუძნებულ საწარმოს ახლად დაფუძნებულისაგან, ვინაიდან ამ უკანასკნელს საქმიანობის დასაწყისში შეუძლებელია ჰქონდეს გუდვილი
Source: ინტელექტუალი – თბ.,2011 – №15 – მთავარი რედ.: გიორგი მადუაშვილი