1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

შა შე შვ შთ ში შლ შნ შო შრ შტ შუ
შაბ შავ შალ შამ შან შარ შაქ შახ

შამხორეცოც სურბ ასტვაწაწინ (კარმირ ავეტარანოც)

ეკლესია ქ. თბილისში, ავლაბრის ცენტრში მდებარეობს. ეგნატე იოსელიანის მიხედვით, ეკლესიის პირვანდელი შენობა უგუმბათო იყო, ხოლო სახურავი მხოლოდ ხით იყო გადაფარული. ეკლესია მოქალაქეების ფულით 1775 წელს დაფუძნდა. 1809 წელს განხორციელდა ეკლესიის მთლიანი რესტავრაცია. 1989 წლის 14 აპრილს ეკლესია დაინგრა. სახელმწიფო ორგანოები სწრაფად შეეცადნენ, დაერწმუნებინათ მოსახლეობა იმაში, რომ ეკლესიის ნგრევის მიზეზი ოთხბალიანი მიწისძვრა იყო. დღესდღეობით ეკლესიისაგან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი, დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეთა ნაწილები.
Source: სოლიდარობა. – 2006. – №2 – რედ.: ნინო ცინცაძე
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9