1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
არა არგ არდ არე არი არკ არმ არო არჟ არს არტ არქ არშ არჩ არძ

არიელ ლევინი (რაბი)

საქართველოს მთავარი რაბინი 1991 წელს, რაბინ არიელ ლევინის თაოსნობით, პირველი ებრაული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა იხსნება, სადაც ასზე მეტი ებრაელი ბავშვი და ახალგაზრდა ღებულობს განათლებას. შემდეგ ყალიბდება ებრაული ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი, რელიგიური აკადემია, სადაც კომუნისტური სტაგნაციის შემდეგ ქართული ებრაული თემის სასულიერო ლიდერთა ახალი თაობა იზრდება. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან საქართველოში ამერიკელ ებრაელთა გაერთიანებული გამავრცელებელი კომიტეტი მოქმედებს, რომელიც ახალგაზრდულ, საგანმანათლებლო და რელიგიურ პროგრამებს ახორციელებს. გარდა ამისა, მსოფლიო ებრაული სააგენტო „სოხნუთი“ აქტიურად ეხმარება ებრაელებს ისრაელში რეპატრიაციის საკითხებში. საქართველოში მრავალი ებრაული ორგანიზაცია არსებობს, ავითარებს ებრაულ თემს და ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. დღეისათვის ებრაელები კომპაქტურად არიან დასახლებულნი თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში. საქართველოში დაახლოებით ათი ათასამდე ებრაელია. საქართველოს ებრაული თემი აქტიურად ვითარდება.
Source: სოლიდარობა. – 2006. – №1 – რედ.: ნინო ცინცაძე
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9