1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პაბ პაგ პათ პაკ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პაპა

ლათინური ტერმინი მომდინარეობს ბერძნული სიტყვა „პაპა“-საგან, რაც „მამას“ ნიშნავს. ადრე - ქრისტიანულ ხანაში მორწმუნეები ასე მიმართავდნენ მღვდლებს, ეპისკოპოსებს. აღმოსავლეთის ქრისტიანულ ეკლესიებში „პაპის“ ტიტული მინიჭებული ჰქონდა ალექსანდრიის პატრიარქს, ხოლო დასავლეთის ეკლესიაში პაპის ტიტულს რომისა და კართაგენის ეპისკოპოსები ატარებდნენ. IV საუკუნიდან პაპის ტიტულს დასავლეთში მხოლოდ რომის ეპისკოპოსი ატარებს. კათოლიკურ საეკლესიო სამართალში „პაპს“ ცვლის გამოთქმა - რომის პონტიფექსი. პონტიფექსის ტიტულს ატარებდნენ რომის უზენაესი ქურუმები, იმპერატორები, მათ შორის კონსტანტინე დიდი. პონტიფექსი ლათინურად ხიდების მშენებელს ნიშნავს, რაც ამქვეყნიურ სამყაროსა და ღმერთს შორის დამაკავშირებლის სიმბოლოა. პაპის მთავარი წოდება რომის ეპისკოპოსია, მისი სრული ტიტული კი არის - ქრისტეს ვიკარიუსი, მოციქულთა მეთაურის პეტრეს მემკვიდრე, მსოფლიო ეკლესიის უზენაესი პონტიფექსი, დასავლეთის პატრიარქი, იტალიის პრიმასი, რომის ოლქის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, ქალაქ რომის ეპისკოპოსი, ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანის მეთაური, ღმრთის მსახურთა მსახური.
Source: სოლიდარობა. – 2006. – №9 – რედ.: ნინო ცინცაძე
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9