იგივე ზიქრიზმი რომელსაც ბუნთ-ჰაჯის მიმდევრობასაც უწოდებენ, სინკრეტული კონფესიაა, - სუნიზმისა და აღმოსავლური მისტიციზმის კონგლომერატი. იგი შეხამებულია ადგილობრივ კოლორიტთან და ტრადიციებთან და მთის ქრისტიანული წეს-ჩვეულებების მიმართაც (საკლავის დაკვლა, სანთლის დანთება, ჯვარ-ხატებში სიარული) ლოიალობით გამოირჩევა. მას ექსტაზური რიტუალები და ლოცვები ახასიათებს, რაც მამაკაცთა რიტუალურ წრებრუნვებში, მძაფრ მედიტაციებში გამოიხატება. განსაკუთრებით საინტერესოა ნაწმები (გალობანი), რომლებსაც ქალები მისტიური შთაგონებით ასრულებენ.
Source: სოლიდარობა. – 2007. – №11-12(20-21) – რედ.: ნინო ცინცაძე