1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კრე კრი კრო კრუ

კრიშნას ცნობიერება

დაფუძნებულია ვედურ ლიტერატურაზე, ძირითადად კი - „ბჰაგავატგიტაზე“. სვამი პრაბჰუპადას თქმით, რადგან „არ არსებობს განსხვავება კრიშნასა და მის სიტყვებს შორის, „ბჰაგავატგიტა“ ისეთივე თაყვანისცემას იმსახურებს, როგორსაც თავად უფალი კრიშნა, რამეთუ ორივე აბსოლუტურია“. შრილა პირაბჰუპადა თვლიდა, რომ მისი მოძღვრება და რელიგიური სისტემა უზენაესი უფლის კრიშნას ინკარნაციას - ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს ეფუძნება. ჩაიტანია XV ს-ში ცხოვრობდა, ქადაგებდა ბენგალიაში. მას ლიტერატურული მემკვიდრეობა არ დაუტოვებია, მაგრამ უფლებამოსილებით აღჭურვა მოწაფეები, ჩაეწერათ მოძღვრება, რომელიც მან სიტყვიერად ჩამოაყალიბა.
Source: სოლიდარობა. – 2007. – №10 (19) – რედ.: ნინო ცინცაძე
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9