1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰაა ჰაბ ჰავ ჰაი ჰაკ ჰალ ჰამ ჰან ჰარ ჰას

ჰარე

ნიშნავს უფლის ენერგიას, კრიშნა და რამა კი უფლის, ღმერთის სახელებია. მათი წარმოთქმით მლოცველი იმოსება ღვთის ენერგიით, რითაც, შეიძლება ითქვას, თრგუნავს მაიად (ილუზიად, არარაობად) წოდებულ სამყაროს და შინაგან „მე“-ს ამავე ენერგიის წყაროს აზიარებს. ეს წყარო კი ყველაზე ცხოვლად კაცთა წინაშე კრიშნასა და რამას სახით გაცხადდა. ამიტომაც ერთგულები ცხოვრებისა და შრომის ყოველ მონაკვეთზე წარმოთქვამენ მაჰამანტრას. ატარებენ კრიალოსნებს (ფსკვნილს), რომლის 108 კვანძი კრიშნას 108 შეყვარებულ მწყემს ქალს ასახიერებს. თითოეულ მძივთან იგალობება „მაჰამანტრა“. ამტკიცებენ, როდესაც პიროვნება ამგვარად ადიდებს ღვთაებრივ სახელს, თავისუფლდება ტკივილისაგან და განიცდის ექსტაზს ანუ აღტაცება-აღფრთოვანებას. ჩნდება ცეკვის მოთხოვნილება, ხშირად კი, თუ სათანადო პირობებია, - მარშის შესრულებისა ინსტრუმენტებით, სიმღერითა და როკვით ქუჩებსა და ბუნების წიაღში. ესაა კირტანა, სიტყვასიტყვით - გალობა. ამ რიტუალის საფუძველიაო, გვასწავლის პრაბჰუპადა, არჯუნას სიტყვები უზენაესი ბრაჰმანისადმი - კრიშნასადმი: „სამყაროს უხარია შენი სახელის მოსმენა და ყველა შენ შემოგნატრის!“
Source: სოლიდარობა. – 2007. – №10 (19) – რედ.: ნინო ცინცაძე
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9