1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჩა ჩე ჩვ ჩი ჩო ჩრ ჩხ
ჩივ ჩილ ჩიჩ

ჩილე

ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ეფექტურად იმართება. მისი საზოგადოება პატივს სცემს კანონს. ქვეყანა ფლობს ეკონომიკურ რესურსებსა და ადმინისტრაციულ ბერკეტებს, თუნდაც იმისთვის, რომ მიიღოს და აღასრულოს უსაფრთხო მშენებლობის მკაცრი სტანდარტები. ჩილე, ჰაიტისგან განსხვავებით, მოქმედი დემოკრატიაა. იქ რეგულარულად ტარდება არჩევნები. პინოჩეტის სამხედრო დიქტატურის დაცემის შემდეგ (1989), სახელმწიფოს ორი ათწლეულის მანძილზე სოციალისტების, რადიკალებისა და ქრისტიან-დემოკრატების კოალიცია მართავდა. 2010 წლის იანვარში კი ჩილელებმა, უკანასკნელი 52 წლის განმავლობაში პირველად, მემარჯვენე ლიდერი – სებასტიან პინიერა აირჩიეს. ამით, ჩილემ დაამტკიცა, რომ ლათინურ ამერიკაში პლურალისტური დემოკრატიის შენება შესაძლებელია. ეკონომიკურ ზრდას პლუს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება – ეს არის ჩილეს წარმატების ფორმულა. შედეგად, ეს სახელმწიფო, ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის პირველი გახდა OECD-ის – მსოფლიოში ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოების ელიტარული კლუბის – წევრი.
Source: ტაბულა №1 – მარტი15–21 – მთავარი რედ.: თამარ ჩერგოლეიშვილი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9