1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბიბ ბიზ ბილ ბინ ბიო ბირ ბის ბიუ ბიფ ბიჰ

ბიზნეს-გეგმა

  1. მომავალი საქმიანობის დოკუმენტი, რომელიც განაზოგადებს ბიზნესის დაწყებისათვის ან გაფართოებისათვის შესაძლებლობათა ანალიზს მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში და რომელიც ნათელ წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ მოცემული საწარმოს, ფირმის მენეჯერს როგორ აქვს განზრახული გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. ბიზნეს-გეგმა საწარმოს, ფირმას, საშუალებას აძლევს გაერკვეს თავისი საქმიანობის ზრდის პერსპექტივებში, განჭვრიტოს ის შესაძლო ცვლილებები და პრობლემები, რომლებიც წარმოიშობა მომავალში, კონტროლი გაუწიოს მიმდინარე ოპერაციებს და შეაფასოს თავისი ბიზნესის პროგრესული დონე.
    Source: ბიზნეს-გეგმა: დამუშავების მეთოდიკა: [სახელმძღვ. უმაღლ. პროფ. სასწ. სტუდ.] / თემურ ქარდავა, ია თეთრუაშვილი, ნინო ორჯონიკიძე; [რედ. ზურაბ თეთრუაშვილი]; შიდა ქართლის საერო უნ-ტი, გორის უნ-ტთან არსებული პროფეს. სასწ.. - [გორი : შიდა ქართლის საერო უნ-ტის კომპიუტ. ცენტრი, 2007]. - 78გვ. ; 20სმ.. - აწერილია გარეკანის მიხედვით. - ISBN: 978-9941-0-0099-7: [ფ.ა.], 500ც.
  2. ბიზნეს-ოპერაციის განხორციელების, საწარმოს (ფირმის) მოქმედების გეგმა, პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს ფირმის, საქონლის, მისი წარმოება-გასაღების, მარკეტინგის, მენეჯმენტის და ბიზნესის ეფექტიანობის შესახებ.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9