1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მოთხოვნილება (საჭიროება)

უნივერსალური ბიზნეს-ლექსიკონის მიხედვით იურიდიული და გამოყენებითი ეკონომიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური კატეგორიაა.ეს არის პროდუქციის, საქონლის, მომსახურების, ნივთების სხვადასხვა სახე, რომლებიც ადამიანებს ესაჭიროებათ, რომელთა მოხმარების სურვილი გააჩნიათ, მიისწრაფვიან იქონიონ ისინი და გამოიყენონ. მოთხოვნილებას მიაკუთვნებენ არა მარტო იმას, რასაც სარგებლობა მოაქვს და უკიდურესად საჭიროა ადამიანებისათვის, არამედ იმ საგნებზე რეალურ, სულიერ მოთხოვნილებასაც, რომელიც შეიძლება ჯანმრთელობისთვის მავნე (საზიანო) იყოს, მაგრამ ადამიანები მას მოიხმარენ ჩამოყალიბებული ჩვეულების და მოსალოდნელი კმაყოფილების გამო. მოთხოვნილებას ყოფენ ბიოლოგიურ და სოციალურ მოთხოვნილებად, რომლებიც განპირობებული არიან ადამიანის საზოგადოებრივი ბუნებით. ამის გარდა, განასხვავებენ გაჯერებულ და გაუჯერებელ მოთხოვნილებებს. მათ არ გააჩნიათ მკვეთრად გამოკვეთილი ნიშნის ზღვარი (მაგალითად, მოთხოვნილება ცოდნაზე). მოთხოვნილება შეიძლება იყოს გარდაუვალი და სასურველი.
Source: თეთრუაშვილი, მაია. საკუთარი ბიზნესი: დამხმ. სახელმძღვანელო/მაია თეთრუაშვილი, ზურაბ თეთრუაშვილი, ია თეთრუაშვილი. - გორი: [შიდა ქართლის საერო უნ-ტის კომპ. ცენტრი], 2008. ნაწ. 2: მთავარი სამიზნე-მოთხოვნილების დაკმაყოფილება. - 2008. - 102გვ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. და გვ. 98-99. - ISBN: 978-9941-0-0748-4, 500ც.[MFN: 134201]UDC: 338.22(075.8) + 339.13 + 339.138
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9