მარკეტინგი, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ ბაზარზე წინ წასწიოს მასიური მოთხოვნის, ფართო გავრცელებისა და გამოყენების ერთი ტიპის საქონელი. (კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ქიმია, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ.). მასიური მარკეტინგის დროს გამყიდველი ახორციელებს თავისი პროდუქტის მასიურ წარმოებას, მასიურ განაწილებას და სტიმულს აძლევს ერთი და იგივე საქონლის ყველა მომხმარებლისათვის გაყიდვას ერთდროულად, თანაც ასევე მასიური მოცულობით. ამასთან ბაზარი არ ექვემდებარება სეგმენტაციას, ხოლო მომხმარებელი – შესწავლას.
Source: თეთრუაშვილი, მაია. საკუთარი ბიზნესი: დამხმ. სახელმძღვანელო/მაია თეთრუაშვილი, ზურაბ თეთრუაშვილი, ია თეთრუაშვილი. - გორი: [შიდა ქართლის საერო უნ-ტის კომპ. ცენტრი], 2008. ნაწ. 2: მთავარი სამიზნე-მოთხოვნილების დაკმაყოფილება. - 2008. - 102გვ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. და გვ. 98-99. - ISBN: 978-9941-0-0748-4, 500ც.[MFN: 134201]UDC: 338.22(075.8) + 339.13 + 339.138