1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მასტიმულირებელი მარკეტინგი

მარკეტინგის ერთ-ერთი სახე, რომლის ამოცანასაც წარმოადგენს მოთხოვნის განვითარების ხერხების გამოვლენა მისი არ არსებობის პირობებში. მოთხოვნის არ არსებობის მიზეზი შეიძლება იყოს პროდუქტის შესახებ მომხმარებელთა სუსტი ინფორმირებულობა, მისი გავრცელებისათის წინააღმდეგობების არსებობა (სამართლებრივი, რელიგიური, კულტურული და სხვა).
მასტიმულირებელი მარკეტინგის დროს პროდუქტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა მიიღწევა მის იმ თვისებებზე პოტენციური მომხმარებლის ყურადღების კონცენტრაციის ხარჯზე, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ მოთხოვნებს და ინტერესებს, აგრეთვე მის გავრცელებაზე ხელისშემშლელი წინააღმდეგობების აღმოფხვრის ხარჯზე.
მასტიმულირებელი მარკეტინგის ძირითად ინსტრუმენტად გამოდის:
1) ფასების მკვეთრი დაცემა;
2) პროდუქტის რეკლამაზე განხორციელებული საქმიანობის აქტივიზაცია;
3) პროდუქტის წინწაწევის ახალი მეთოდების გამოყენება.
Source: თეთრუაშვილი, მაია. საკუთარი ბიზნესი: დამხმ. სახელმძღვანელო/მაია თეთრუაშვილი, ზურაბ თეთრუაშვილი, ია თეთრუაშვილი. - გორი: [შიდა ქართლის საერო უნ-ტის კომპ. ცენტრი], 2008. ნაწ. 2: მთავარი სამიზნე-მოთხოვნილების დაკმაყოფილება. - 2008. - 102გვ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. და გვ. 98-99. - ISBN: 978-9941-0-0748-4, 500ც.[MFN: 134201]UDC: 338.22(075.8) + 339.13 + 339.138
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9