1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბაა ბად ბავ ბაზ ბაკ ბალ ბან ბაპ ბარ ბას ბაქ ბაშ ბაჩ ბაჰ

ბაზარი

  1. ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემა წარმოებასა და მოხმარებას შორის, რომლის მეშვეობითაც დაიყვანება საქონელი და მომსახურება მწარმოებლებიდან მომხმარებლებამდე. ბაზრის ძირითადი ელემენტებია: მოთხოვნა, მიწოდება და ფასი, რომელიც ყალიბდება ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე. არამართლზომიერია მისი ვიწრო გაგება, როდესაც ბაზარს აღიარებენ საქონელმიმოქცევის სფეროდ და ყიდვა-გაყიდვის ადგილად, სადაც ერთმანეთს ხვდებიან მყიდველები და გამყიდველები, ვინაიდან თანამედროვე ელექტრონული ვაჭრობის პირობებში ასეთი რამ რეალურად გამორიცხულია. აგრეთვე დაუშვებელია საბაზრო ეკონომიკის გაიგივება ბაზართან, რომელიც წარმოიშვა ცივილიზაციის გარიჟრაჟზე და მრავალი საუკუნეა ასრულებს თავის უაღრესად მნიშვნელოვან ფუნქციას არა მარტო ცალკეული ქვეყნის, არამედ საერთაშორისო ეკონომიკის მასშტაბითაც (საერთაშორისო ბაზარი). ბაზრების სტრუქტურა ფრიად მრავალფეროვანია: სასაქონლო (სამომხმარებლო საქონლისა და წარმოების საშუალებების) და მომსახურების, ფასიანი ქაღალდების, სამუშაო ძალის და ა.შ. ბაზარი.
    აუცილებელია ბაზრის სახელმწიფოებრივი რეგულირება. ამიტომ ნონსენსია ბაზრის მართვა. ნონსენსია აგრეთვე თავისუფალი ბაზარი.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
  2. კომერციული გაცვლის სისტემა, მყიდველებსა და გამყიდველებს შორის, რომელსაც უპიროვნო ეკონომიკური ძალები – „საბაზრო ძალები“ – აკონტროლებს.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9