1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მარკეტინგი

  1. E.
    ტერმინი „მარკეტინგი“ წარმოებულია ინგლისური სიტყვიდან „მარკეტ“ – „ბაზარი“. აღნიშნული ტერმინი გაჩნდა XIX-XX სს. მიჯნაზე და ნიშნავდა ბაზარზე საქონლისა და მომსახურეობის მოთხოვნილებისა და გასაღების შესწავლას. მარკეტინგი, როგორც წარმოებისა და რეალიზაციის მართვის სისტემა, ერთი მხრივ, გულისხმობს ბაზრის საგულდაგულო და ყოველმხრივ შესწავლას, მომხმარებელთა მოთხივნილებებისა და გემოვნების ცოდნას, წარმოების ორგანიზაციას ამ მოთხოვნილებათა უფრო სრულ დაკმაყოფილებაზე. მეორე მხრივ, მარკეტინგი - ესაა აქტიური ზემოქმედება ბაზარზე და არსებულ მოთხოვნილებებზე, ამ მოთხოვნილებათა ფორმირების პროცესზე. მარეკეტინგი, როგორც მმართველობითი სქამიანობისადმი სისტემატური მიდგომა - მკაფიოდ დასახული მიზნით, მის მისაღწევად მიმართული დაწვრილებითი ღონისძიებების ერთობლიობით - მრავალ არაეკონომიკურ პროცესზე გავრცელდა, მაგალითად, სხვადასხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციების საქმიანობაზე, საარჩევნო კამპანიების ორგანიზება-ჩატარებაზე და ა. შ.
    Source: მაცაბერიძე მალხაზ, არჩევნები და პოლიტიკური მარლეტინგი. / საქ. ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი – თბ., 1997,

  2. არის ორგანიზაცის მიერ სწორად დაგეგმილი და წარმართული ურთიერთობები სხვადსხვა ბაზარსა და საზოგადოებასთან, რადგანაც ყველა ორგანიზაცის უწევს მოქმედება ერთ ან რამდენიმე და საზოგადოების არეალში. მაგ., უნივერსიტატისათვის ბაზარი არის: სტუდენტური ბაზარი, ფაკულტეტის, დონორისა და საზოგადოებრივი აზრის ბაზარი; პოლიტიკური პარტიისათვის - ამომრჩეველთა, დამფინანსებელთა და ინტერესთა ჯგუფების ბაზარი. შესაბამისად, ყოველი ბაზარი შედგბა მცირე ჯგუფებისაგან, ანუ მარკეტინგული სეგმენტებისაგან, რომელთაც თავის მხრივ სპეციფიკური საჭიროებები, მოთხოვნები და პრიორიტეტები გააჩნია. ყოველ ორგანიზაციას ყოველ მარკეტულ სეგმენტთან მიმართებაში თავისი კონკრეტული მიზნები ამოძრავებს. მარკეტინგი თავის მხრივ გულისხმობს ანალიზს, დაგეგმვას, საქმიანობასა და კონტროლს, რომელსაც ორგანიზაცია ბაზრებთან დამოკიდებულებაში ახორციელებს. მარკეტინგული ურთიერთობების მთელი სტრუქტურა და დინამიკა უკვე გარკვეულ კონცეპტუალურ სისტემად ჩამოყალიბდა, ხოლო მისმა გადატანამ და გავრცელებამ ბიზნეს სექტორიდან არამომგებიან სექტორზე უკვე ახალი, შემოქმედებითი გააზრების შესაძლებლობა შექმნა.
    Source: ქალთა ორგანიზაციების მეგზური=A handbook for women's organizations : [პუბლიკაცია] / საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი - თბ., 2003
  3. მომხმარებელთა მოთხოვნის შესწავლა-პროგნოზირება და მისი დაკმაყოფილების უზრუნველყოფა გაცვლის საშუალებით მოგების მისაღებად ფირმის მიზნობრივი ბაზრის გამოკვლევის, მის შესახებ და კონკურენტებზე მარკეტინგული ინფორმაციის მოპოვების საფუძველზე.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9