საწარმოს (ორგანიზაციის) და მასზე მიკუთვნებული მუშაკების ოფიციალურად გამოყოფილი ნაწილი, რომელიც ასრულებს მისთვის დაწესებულ სამუშაოთა წრეს, პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის. ქვედანაყოფი უფრო ხშირად გამოიყოფა მასზე დავალებული სამუშაოს პროფილის მიხედვით. ქვედანაყოფს მიეკუთვნება განყოფილებები, სექტორები, ლაბორატორიები და სხვ.
Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8