ძირითადი კითხვები, რომელთაც ეკონომიკამ, კერძოდ, ბიზნესმა უნდა უპასუხოს: რა იწარმოოს, როგორ იწარმოოს, როგორ გავრცელდეს წარმოებული პროდუქცია (საქონელი), როგორ იქნეს შენარჩუნებული სრული დასაქმება, როგორ იქნეს უზრუნველყოფილი ეკონომიკური სისტემის მოქნილობა. მარტივად ამ ფუნდამენტური კითხვების ერთობლიობა სამამდე დაიყვანება: რა იწარმოოს, როგორ იწარმოოს, ვისთვის იწარმოოს.
Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8