1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმ. გრიგორი განმანათლებელი

(250 – 325) სომეხთა განმანათლებელი , რომელიც აგებდა მონასტრებს და ეხმარებოდა ღარიბებს საკვებითა და თავშესაფრით. რომში ცხოვრების დროს გრიგორი კურსარის შვილის, ტირიდატის, სამსახურში იდგა. როდესაც კურსარი გარდაიცვალა, გრიგორი ერთგულად ემსახურებოდა ტირიდატს, რომელიც მას ძალზე დაუახლოვდა. რამდენიმე წლის შემდეგ რომის იმპერატორის გავლენის მეოხებით სომხეთის მეფედ დანიშნულმა ტირიდატმა გრიგორი თავისთან მიიწვია.
ერთხელ მეფე ტირიდატი მძიმედ დაავადდა და ექიმებიც კი ვეღარაფერს შველოდნენ. სასიკვდილოდ განწირულმა მეფემ გამოიძახა გრიგორი და პატიება და მისთვის ლოცვა სთხოვა. განიკურნა ტირიდატი და იწამა ღმერთი. იმ დროიდან იწყებს გრიგორი თავის სამოციქულო საქმიანობას და სთხოვს მეფეს ტაძრებისა და მონასტრების მშენებლობას, რათა დახმარება გაუწიოს უსახლკაროებსა და მშივრებს.
ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ გრიგორიმ ქრისტიანად არა მარტო მეფე ტირიდატი მონათლა, არამედ ერთდროულად ათასობით სომეხიც. ასე გახდა იგი სომეხთა განმანათლებელი.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში მას 30 სექტემბერს მოიხსენიებენ.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9