1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმ. ნიკოლოზი

(III - IV საუკუნე) ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წმინდანთაგანია მთელი ქრისტიანული სამყაროსი. თითქმის ყველა კულტურაში, რომელსაც კი ეკლესია შეხებია, წმ. ნიკოლოზი ცნობილია, როგორც მაგალითი შემწეობისა გაჭირვებულთათვის და ქრისტიანული სიყვარულისა ბავშვებისადმი.
იგი დაიბადა მესამე საუკუნის ბოლოს, ლუკიის ქალაქ პატარაში, რომელიც დღეს თურქეთშია. მას არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა, რადგან მშობლები ადრე დაეღუპნენ. ნიკოლოზმა მიაშურა ერთ-ერთ მონასტერს ლუკიაში, ქალაქ მირონის მახლობლად. იქ ის ეუფლებოდა ცოდნას ღმერთისა და მისი უპირველესი მცნების შესახებ, რომელიც ღმრთისა და მოყვასის სიყვარულია. მან გაიღო უდიდესი ნაწილი სიმდიდრისა, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო. ნიკოლოზი ქალაქ მირონის ეპისკოპოსად იქნა არჩეული, რაც მას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დახმარების საშუალებას აძლევდა. მას ბევრჯერ დაუცავს უდანაშაულოები თავისი სიცოცხლის ფასადაც კი. ამის გამო წმ. ნიკოლოზი განდევნილ და დაპატიმრებულ იქნა რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის წლებში.
იმხანად ქრისტიანობა აკრძალულ რელიგიას წარმოადგენდა. ქრისტიანები იდევნებოდნენ და ზოგჯერ სიკვდილითაც კი ისჯებოდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ქრისტეს აღიარებდნენ. როდესაც რომის იმპერატორი გახდა კონსტანტინე და ქრისტიანობა მთელ იმპერიაში ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა, წმ. ნიკოლოზი გაათავისუფლეს ციხიდან. იგი დაბრუნდა თავის მრევლთან ლუკიის მირონში, სადაც გაატარა მთელი დარჩენილი ცხოვრება მას წმინდანად აღიარებენ როგორც მართლმადიდებლები, ისე კათოლიკეები და 6 დეკემბერს პროტესტანტებიც მიაგებენ პატივს. იგი მთელ ქრისტიანულ სამყაროში სიწმინდისა და მოყვასისადმი სიყვარულის ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენს.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9