1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმ. ბასილი დიდი

(330 - 379) დაიბადა 330 წელს კაპადოკიის ცეზარეაში. მისი ოჯახი მეტად სახელოვანია ქრისტიანულ ისტორიაში, რადგან, სულ მცირე, შვიდი წმინდანი წარმოშვა: წმ. მაკრინა უფროსი, ბასილის ბებია; მისი მამა, სახელგანთქმული მჭევრმეტყველი, წმ. ბასილი უფროსი; წმ. ემილია, მისი დედა; თვითონ წმ. ბასილი და მისი ძმები წმ. გრეგორი ნისისა და წმ. პეტრე სებასტისა; და მისი და - წმ. მაკრინა უმცროსი.
დის გავლენით, რომელიც სიღარიბის აღმოფხვრას ემსახურებოდა, ბასილიმ ბერული ცხოვრება აირჩია და მთელი თავისი დრო ღარიბთა შემწეობის საქმეს მოახმარა.
370 წელს ბასილი ცეზარეის ეპისკოპოსად აირჩიეს. ეს თანამდებობა უადვილებდა მას შემწეობის საქმეებს. ამათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ცნობილი „ბასილიადი“, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობათა რთულ კომპლექსს წარმოადგენდა.
წმ. ბასილიმ თავისი ეკლესიის ირგვლივ პატარა ქალაქი ააშენა, რომელშიც უნუგეშოდ მიტოვებული არავინ რჩებოდა.
„ბასილიადი“ წარმოადგენს წმ. ბასილის სოციალური მოღვაწეობის მხოლოდ ნაწილს.
წმ. ბასილი დიდი გარდაიცვალა 379 წლის 1 იანვარს 49 წლის ასაკში. მისი ხსოვნა ეკლესიის მიერ ამავე დღეს აღინიშნება. წმ. ბასილის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებული გლოვა, ქრისტიანთა გარდა, მოიცავს ებრაელებსაც.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9