1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმ. მარტინ ტურელი

(316 - 397) დაიბადა 316 წელს პანონიის საბარიაში (თანამედროვე უნგრეთი), რომაელი მჭევრმეტყველის ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები წარმართები იყვნენ, ის უკვე 10 წლიდან შეუერთდა კატეხუმენთა (მორწმუნენი, რომლებიც მოსანათლად ემზადებიან) რიგებს.
18 წლის ასაკში მარტინი მოინათლა ეპისკოპოს ჰილარი პოიტიერსის მიერ. იმავე ეპისკოპოსმა მოგვიანებით მას მღვდლობაც შესთავაზა. მიუხედავად ასეთი შეთავაზებისა, მარტინმა თავისი ქრისტესმიერი ცხოვრების გზად მაინც ქადაგება, მარტივი ცხოვრების წესი, განმარტოება და ლოცვა არჩია.
მარტინის რეპუტაცია ისე გაიზარდა, რომ 371 წელს იგი ეპისკოპოსად მისი ნება-სურვილის გარეშე აირჩიეს.
ეპისკოპოსად მოღვაწეობის განმავლობაში მარტინი უბრალოდ ცხოვრობდა, ექომაგებოდა ღარიბებსა და დავრდომილებს და არ ურიგდებოდა უსამართლობასა და ძალადობას.
გარდაცვალების შემდეგ მარტინი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სათაყვანებელ წმინდანად შეირაცხა. ყველაფერი, რაც აღწერს მარტინის ღირსეულ ცხოვრებას, შესანიშნავი მაგალითია ღარიბთა სიყვარულისა და დაჩაგრულთა შემწეობის. იგი წარმოადგენს ჯარისკაცთა, უპოვართა, უსამართლოდ დაჩაგრულთა მფარველ წმინდანს. მარტინს მართლმადიდებლური ეკლესია 11 ოქტომბერს მოიხსენიებს, ხოლო კათოლიკური ეკლესია - 11 ნოემბერს.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9