1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმ. იოანე მოწყალე

(550-619) ღარიბთა დამხმარე, რომელიც არიგებდა არა მხოლოდ თავის, არამედ ეკლესიის ქონებასაც იოანე დაიბადა დაახლოებით 550 წელს კვიპროსის ქალაქ ამათოსში პატრიარქ თეოდორეს გარდაცვალების შემდეგ, ის ალექსანდრიის პატრიარქი გახდა. ის პატრიარქად 611 წელს აკურთხეს და გახდა მეხუთე პატრიარქი ალექსანდრიისა, სახელით იოანე.
როგორც პატრიარქმა, იოანემ მრავალი მონა გაათავისუფლა და რეორგანიზება მოახდინა ზომა-წონის სისტემისა, რომლითაც უნდა ესარგებლათ ღარიბებს. მან აგრეთვე მოსპო კორუფცია და ათჯერ გაზარდა ალექსანდრიაში ეკლესიათა რაოდენობა. იგი არა მარტო პირადად ეხმარებოდა ცალკეულ ადამიანებს, არამედ ისეთ საქველმოქმედო აქციებსაც აწყობდა, რომლებიც ერთდროულად ათასობით ადამიანის დახმარებას ითვალისწინებდა. იოანეს ქველმოქმედება ხან ქრისტიანულ მიზანს ემსახურებოდა, ხან კიდევ ნებისმიერ მორწმუნეს, მიუხედავად მისი რელიგიური მიმდინარეობისა, კლასისა თუ ეროვნების. როდესაც მუსლიმანები იერუსალიმში შეიჭრნენ, პატრიარქი იოანე დიდძალი ფულით, ღვინით, სიმინდით, ზეთით, ტანსაცმლითა და საჭაპანო ტრანსპორტით დაეხმარა იქაურ მაცხოვრებლებს.
619 წელს, როდესაც მუსლიმანები ეგვიპტეში შეიჭრნენ, პატრიარქი იოანე იძულებული გახდა დაეტოვებინა ალექსანდრია. იგი დაუბრუნდა მშობლიურ კვიპროსს და მალევე გარდაიცვალა.
მართლმადიდებელი ეკლესია წმ. იოანე მოწყალეს ყოველ 12 ნოემბერს მოიხსენიებს.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9