1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმ. ფრანცისკ ასიზელი

(1182 - 1226) მე-13 საუკუნის წმინდანი, რომელიც ცხოვრობდა ღარიბებთან ერთად და მკურნალობდა ავადმყოფებს. ის იმ ფრანცისკანული ორდენის დამფუძნებელია, რომელმაც ფართო გავლენა იქონია შუასაუკუნეების სასულიერო ცხოვრებაზე. იგი დაიბადა 1182 წელს იტალიის ქალაქ ასიზში, მდიდარი სოვდაგრის პიეტრო ბერნარდონეს ოჯახში.
ფრანცისკმა გადაწყვიტა ღარიბების დასახმარებლად მამამისის სავაჭროებიდან ტანსაცმელი გამოეტანა ხოლმე. მამამისი, პიეტრო ბერნარდონე, შეაშფოთა ამ ამბავმა და შვილს გაუწყრა. მამა-შვილის ურთიერთობა იქამდე მივიდა, რომ მამამ საჩივარი გაუგზავნა ეპისკოპოსს, რომელმაც ფრანცისკი მამამისთან ერთად დაიბარა. ფრანცისკმა დაუბრუნა ფული მამას, ტანზე სამოსელი გაიხადა, დაალაგა ფეხებთან და თქვა: „დღეიდან მე ასე ვილოცებ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...“. ეპისკოპოსმა ფრანცისკს უბრალო სამოსი მისცა, თავი რომ შეემოსა. იმ დღიდან ფრანცისკმა სულიერად გაითავისუფლა თავი, რათა ღარიბთა დახმარების გზით საჩუქარი ეძღვნა ქრისტესათვის. ზოგს ის შეშლილი ეგონა, თუმცა მისმა დიდმა სიყვარულმა ქრისტესადმი მრავალ სხვადასხვა ფენის ადამიანს გადააწყვეტინა მისი გზა, მისი ცხოვრების წესი გაეზიარებინა.
ფრანცისკი წმინდანად გამოაცხადა პაპმა გრეგორი მეცხრემ 1228 წლის 16 ივლისს. კათოლიკეები მას ყოველ 17 სექტემბერს მოიხსენიებენ. იგი ფრინველთა, ცხოველთა, ეკოლოგიისა და სრულიად იტალიის მფარველი წმინდანია.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9