1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეგ ნევ ნეი ნეო ნეპ ნერ ნეს ნეტ ნეფ

ნეტარი იერემია ვალახიიდან

(1556 - 1625) დაიბადა 1556 წლის 29 ივნისს, ჩრდილოეთ მოლდოვის ქალაქ სასკაში, მეტად ღვთისმოყვარე ოჯახში. ნათლობისას მას მიენიჭა სახელი იონი. იგი იყო უბრალო, სამართლიანი და ღვთისმოშიში ადამიანი.
18 წლის იონი იტალიაში გაემართა, რათა რწმენაში გაძლიერებულიყო. 1578 წელს მან მიაღწია ნეაპოლს და შევიდა კაპუცინურ მონასტერში (კაპუცინები კათოლიკე ბერების ორდენია, რომელიც განშტოებაა წმ. ფრანცისკ ასიზელის მიერ დაარსებული ფრანცისკანული ორდენისა). სწორედ იქ დაირქვა მან რელიგიურ სახელად იერემია.
40 წლის განმაბლობაში ძმა იერემია დიდი სათნოებითა და თავგანწირვით თანაუგრძნობდა დავრდომილებს ნეაპოლში. იგი მეგობრობდა ყველასთან: როგორც პატარებთან, ისე დიდებთან, ღარიბებთან და მდიდრებთან, ჯანმრთელებთან და ავადმყოფებთან.
იერემია გარდაიცვალა 1625 წლის 5 მარტს ნეაპოლში. იგი ნეტარად შეირაცხა პაპ იოანე პავლე მეორის მიერ 1983 წლის 30 ოქტომბერს.
იგი ცნობილია, როგორც ნეტარი იერემია ვალახიიდან და მოიხსენიება კათოლიკური ეკლესიის მიერ ყოველ 8 მაისს.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9