1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნივ ნიკ ნირ ნიშ ნიც

ნიკოლაუს ფონ ცინცენდორფი

(1700 - 1760) ბოჰემიელი ქრისტიანი ლტოლვილების მფარველი, თანამედროვე მისიონერული მოძრაობის ინიციატორი ნიკოლაუს ლუდვიგ ფონ ცინცენდორფი დაიბადა გერმანიის ქალაქ დრეზდენში, არისტოკრატულ ოჯახში.
ცინცენდორფს ბებიისაგან მემკვიდრეობით ერგო კარ-მიდამო, რომელიც მან გაუღო ბოჰემიელ და მორავიელ ლტოლვილებს - იმ დროს დევნილ უნიტას ფრატრუმის ეკლესიის (მორავიელთა საძმოს) წევრებს. ამ ახალ დასახლებას შემდგომ ჰერნჰუტი („მცველნი უფლისა“) დაერქვა.
ცინცენდორფმა თავი დაანება ოფიციალურ სამსახურს და ოჯახთან ერთად ჰერნჰუტში გადასახლდა, რათა დახმარებოდა დევნილ რელიგიურ უმცირესობებს.
ჰერნჰუტში გადასვლის მიუხედავად, ცინცენდორფს არ ჰქონია განზრახული ლუთერანული ეკლესიის მიტოვება, რადგან თვითონვე იყო ლუთერანი მღვდელი. თუმცა იგი მაინც შეეცადა განეხორციელებინა ზოგიერთი ტიპის რელიგიური რეფორმა, რაც მაშინ ქრისტიანული ტრადიციების შეთანხმებასა და შერიგებას უწყობდა ხელს. ჰერნჰუტში მრავალი ლტოლვილი ეწინააღმდეგებოდა თავისი დოგმატების ცვლილებას. როდესაც ლუთერანულმა ეკლესიამ ამის შესახებ შეიტყო, ჰერნჰუტზე თავისი გავლენის გავრცელება გადაწყვიტა.
ცინცენდორფი გადაასახლეს 10-ზე მეტი წლით. ამ დროის განმავლობაში იგი, როგორც მისიონერი, ევროპასა და ამერიკაში მოგზაურობდა. მორავიელთა საძმოს ეპისკოპოსთან დანიელ იაბლონსკისთან შეხვედრის შემდეგ ცინცენდორფი მორავიული ეკლესიის ეპისკოპოსად აირჩიეს.
1747 წელს ცინცენდორფს ჰერნჰუტში დაბრუნების უფლება მისცეს, სადაც მან ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა.
ცინცენდორფი ერთ-ერთი პირველ რელიგიურ მესვეურთაგანია, ვინც სიტყვა „ეკუმენიზმი“ შემოიტანა. ისტორიაში იგი რელიგიური თავისუფლების დამცველად დარჩა. აკეთებდა რა აქცენტს ლოცვასა და ბიბლიაზე, იგი ქადაგებდა „რელიგიას გულისას“, სადაც რწმენა და სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დოგმატური სხვაობები. დღეს ნიკოლაუს ფონ ცინცენდორფი ცნობილია, როგორც სხადასხვა ქრისტიანული დოგმატის მიმდევართა მოძღვარი, რომელიც ქადაგებდა მშვიდობიანად თანაცხოვრებას და ქრისტეს რწმენის ცხოვრებაში განხორციელების პირად მაგალითს იძლეოდა. იგი ამერიკის ევანგელისტურ- ლუთერანული ეკლესიის მიერ 9 მაისს მოიხსენიება.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9