1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმ. ჯოვანი ბოსკო

(1815 – 1888) ობოლთა დამცველი, ახალგაზრდების მფარველი წმინდანი და სელეზიანელთა ორდენის დამფუძნებელი ჯოვანი ბოსკო დაიბადა იტალიის ქალაქ ბეჩში 1815 წლის 16 აგვისტოს.
1841 წელს ტურინში მღვდლად კურთხევის შემდეგ ჯოვანი ბოსკომ მთავარ მიზნად დაისახა ისეთ ახალგაზრდათა განათლება, რომლებიც ღარიბები და უპატრონოები იყვნენ. თავისი დედის დახმარებით დონ ბოსკომ სალესში წმ. ფრანცისკის სახელობის ორატორია დააარსა - ადგილი, სადაც თავს იყრიდნენ საკვირაო შეხვედრებზე. აგრეთვე მან გახსნა ისეთი სკოლების მთელი კომპლექსი, რომლებშიაც ასწავლიდნენ სხვადასხვა ხელობას, სავაჭრო საქმესა და კლასიკურ საგნებს. ბავშვებისა და მოზრდილებისათვის შემოიღეს საღამო სასწავლო კურსები, რომლებიც ფუნქციონირებდნენ საქარხნო სამუშაო საათების შემდეგ.
დონ ბოსკო უქონელი ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარებას მას შემდეგაც აგრძელებდა, რაც დააარსა სალეში წმ. ფრანცისკის საზოგადოება (სადაც მომავალი მღვდლები ეუფლებოდნენ ცოდნას სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების განათლებაზე) და მარიამ ქველმოქმედის ქალთა ორდენი (რომელიც ღარიბ გოგოებს ეხმარებოდა განათლების მიღებაში). ამ ორდენებმა მთლიანობაში გახსნეს 250 თავშესაფარი 130000-ზე მეტი ბავშვისათვის.
ჯოვანი ბოსკო გარდაიცვალა 1888 წლის 31 იანვარს და კანონიზებულ იქნა პაპ პიუს XI-ის მიერ 1934 წელს. იგი ახალგაზრდების მფარველი წმინდანია. მას მოიხსენიებენ კათოლიკურ ეკლესიაში 31 იანვარს.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9