1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმ. გაბრიელი (ქიქოძე)

(1825-1896) ეპისკოპოსი გაბრიელი XIX საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასულიერო პირი იყო. იგი დაიბადა დასავლეთ საქართველოში, გურიის სოფელ ბახვში 1825 წლის 15 ნოემბერს მღვდელ მაქსიმე ქიქოძის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელსა და სემინარიაში, შემდეგ კი პეტერბურგის სასულიერო სემინარიასა (1845) და აკადემიაში (1849). საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის მასწავლებლობდა სასულიერო სემინარიასა და კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში, თან სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ფსიქოლოგიის დარგში. 1858 წელს პეტერბურგში გამოიცა მისი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, რომელმაც ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებაში ახალი ეტაპი შექმნა. ეს წიგნი წლების განმავლობაში მთელ რუსეთის იმპერიაში ფსიქოლოგიის ერთადერთ სახელმძღვანელოდ იყო მიჩნეული. 1856 წელს გაბრიელი (საერო სახელი გერასიმე) მღვდლად აკურთხეს. იმავე წელს 32 წლის მღვდელ გ. ქიქოძეს დიდი უბედურება დაატყდა თავს - ტრაგიკული შემთხვევის გამო დაეღუპა მეუღლე და შვილები. ამ ტრაგედიის შემდეგ მღვდელი გერასიმე ბერად აღიკვეცა და სახელად გაბრიელი ეწოდა. 1858 წელს გაბრიელი ეპისკოპოსად აკურთხეს. 1860 წლის ივლისში იგი იმერეთის ეპარქიის მმართველად დაინიშნა და აქ მღვდელმთავრობდა გარდაცვალებამდე - 1896 წლის 25 იანვრამდე.
ეპისკოპოსი გაბრიელი დაკრძალულია გელათის მონასტერში. მისი როგორც წმინდანის ხსენების დღეა 13 (26) დეკემბერი.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9