1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჟა ჟე ჟი ჟუ
ჟამ ჟან

ჟან ანრი დიუნანტი

(1828 - 1910) მწერალი, ფილანთროპი და სოციალური აქტივისტი;
საერთაშორისო წითელი ჯვრის საზოგადოების დამფუძნებელი.
1864 წელს დიუნანტის თაოსნობით 12 ქვეყანა პირველად შეიკრიბა ჟენევის კონვენციაზე ხელმოსაწერად. დიუნანტის მესვეურობით ჩამოყალიბდა ნეიტრალური ორგანიზაცია, რომელიც სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენდა საომარი კონფლიქტების შედეგად დაზარალებულებს, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო. ამისთვის მას 1901 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.
მან მხარი დაუჭირა მსოფლიო განიარაღებას და ისეთი ტრიბუნალის დაარსებას, რომელიც საერთაშორისო კონფლიქტებში იშუამავლებდა. ის მუშაობდა საერთაშორისო ბიბლიოთეკის დასაარსებლად (იდეა, რომელიც შემდგომ SC-მ გაიზიარა). მან აგრეთვე მხარი დაუჭირა ებრაული სახელმწიფოს შექმნას პალესტინაში.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9