1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეგ ნევ ნეი ნეო ნეპ ნერ ნეს ნეტ ნეფ

ნეპოტიზმი

  1. ლათინური სიტყვაა და ნიშნავს შვილიშვილს, შთამომავალს. ნეპოტიზმი განმარტებულია, როგორც რომის პაპის მიერ შემოსავლიანი და გავლენიანი თანამდებობის დარიგება საკუთარი ნათესავებისთვის; ასევე თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი ნათესავების, ახლობლების მფარველობა; ,,ნათლიმამობა”, ,,მამიდაშვილობა”
    Source: ენცო ლო დატო. პლერმოს ,,კულტურული რევოლუცია”. // თავისუფლება N12 (24), დეკემბერი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2003,

  2. ლათინურიდან ნეპოს, მოთხრობითი ბრუნვა ნეპოტის - შვილიშვილი, ძმისშვილი, რომის პაპების მიერ შემოსავლიანი თანამდებობების, უმაღლესი სასულიერო წოდებებისა და მიწების ნათესავებისათვის დარიგება, საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით. განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული 15-16 სს-ში; ამ გზით ამაღლდნენ პაპის სანათესაოდან შემდგომში ძლევამოსილი გვარები (ბორგეზე, ლუდოვიზი, ბორჯია და სხვები). თანამედროვე ტერმინოლოგიით, ნეპოტიზმი გულისხმობს თანამდებობების დაკავებას უპირატესად ნათესავების მიერ საერთო და სამართლიანი წესრიგის საწინააღმდეგოდ.
    Source: თავისუფლება № 1(25), - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2004წ.
  3. ნათესავების კერძო ინტერესების პრევალირება სახელმწიფო ინტერესებზე.
    Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა: სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9