1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბუდ ბუთ ბუნ ბურ ბუღ

ბუთები ქეთრინ და უილიამ

(1829 - 1890) (1829 - 1912) ჰუმანიტარული რელიგიური ორგანიზაციის „ხსნის არმიის“ დამფუძნებლები ბრიტანელი ცოლ-ქმარი უილიამ და ქეთრინ ბუთები იყვნენ მეთოდისტი მისიონერები და ეხმარებოდნენ ღარიბ და მარგინალიზებულ ადამიანებს. მათ დააფუძნეს სამხედრო ყაიდაზე მოქცეული „ხსნის არმია“, რომელიც სადღეისოდ ერთ-ერთი გავრცელებული ჰუმანიტარული ორგანიზაციაა მთელ მსოფლიოში.
მოგვიანებით მან და უილიამმა დააფუძნეს საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ეხმარებოდა ალკოჰოლით დაავადებულებს, ღარიბებს, უსახლკაროებს და იძიებდა ფულად თანხებს ქურდბაცაცებისა და ქუჩის პროსტიტუტების დასახმარებლად. მათ აგრეთვე ჩამოაყალიბეს პროგრამა „საკვები მილიონად“, რომელიც ღარიბებს პურითა და წვნიანით უმასპინძლდებოდა ერთი ცენტის ფასად ან უფასოდაც კი იმათ, ვისაც ფული საერთოდ არ გააჩნდა.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9