1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II (საძაგლიშვილი)

(1855-1918) დიდი ქველმოქმედი, ეკლესია-მონასტრების განმაახლებელი, ახალგაზრდების სწავლა-განათლებისთვის მზრუნველი 1896 წლის 2 ნოემბერს ის ბერად აღიკვეცა კირიონის სახელით. ასეთი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა მცირეწლოვანი ვაჟიშვილისა და მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეულმა ოჯახურმა ტრაგედიამ და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის სურვილმა.
1917 წლის 25 მარტს ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა. იმავე წლის 17 სექტემბერს სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ კირიონი კათოლიკოს პატრიარქად აირჩია.
კირიონი არა მხოლოდ გამოჩენილი მღვდელმთავარია, არამედ ბრწყინვალე მეცნიერი, ეროვნული მოღვაწე, ქველმოქმედი. დიდია მისი დამსახურება საქართველოში, აგრეთვე რუსეთში უნიკალური ქართული ხელნაწერების, ძველი ნაბეჭდი წიგნების, ქართული მონეტების, ხატების, ჯვრების, ალბომების შეძენა-შეგროვებაში, რაშიც სოლიდური თანხები დახარჯა. 1896 წელს კირიონმა მის მიერ აღმოჩენილი თუ საკუთარი სახსრებით შეძენილი ათობით ხელნაწერი გადასცა თბილისში არსებულ საეკლესიო მუზეუმს. მისი ინიციატივით არაერთი ქართული სკოლა მომარაგდა წიგნებით.
1918 წლის 27 ივნისს ქვეყნის მტრებმა იგი სიცოცხლეს გამოასალმეს. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II წმინდანთა დასში შეირაცხა „წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II“-ის სახელით, ხსენების დღედ 27 ივნისი დაწესდა.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9