1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმ. მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე)

(1899-1942) არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) XX საუკუნის მოწამე. მან საკუთარი სიცოცხლე გაწირა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.
1931 წელს ბერად აღიკვეცა და როგორც მღვდელმონაზონი პარიზის ქართულ ეკლესიაში მსახურობდა.
1932 წლიდან მისი ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებულია პოლონეთთან - იგი გახდა ვარშავის მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის პროფესორი. მამა გრიგოლმა უაღრესად დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების მოძიებას სირიაში, ბულგარეთში, საბერძნეთში, ავსტრიაში, ინგლისში. მის კალამს ეკუთვნის არა ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც გაშუქებულია ღვთისმეტყველების და საქართველოს ეკლესიის ისტორიის ბევრი საკვანძო საკითხი. აღსანიშნავია, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გატანილი ქართული საგანძურის გადარჩენა გრიგოლ ფერაძის წყალობით მოხდა. საგანძურს ფაშისტების მხრიდან კონფისკაცია ემუქრებოდა. ექსპერტად მოწვეულმა გრიგოლ ფერაძემ, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, დასკვნაში აღნიშნა, რომ ყველა ეს ნივთი არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენდა და რომ მას მხოლოდ ეროვნული ღირებულება ჰქონდა. კონფისკაცია აღარ შედგა. გრიგოლ ფერაძემ პარიზში დააარსა წმ. ნინოს სახელობის ქართული ეკლესია. მის მიერვეა დაფუძნებული სამრევლო ქართული ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“.
1942 წლის მაისში გრიგოლ ფერაძე ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. დაპატიმრების მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისგან დევნილ ებრაელებს.
გრიგოლ ფერაძე ჯერ ვარშავის პავიაკის ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი, ხოლო 1942 წლის ნოემბრის დამდეგს ოსვენციმში გადაიყვანეს. აქ 1942 წლის 6 დეკემბერს გრიგოლ ფერაძე გაზის კამერაში მოაკვდინეს. მისი ბოლო დღეებიც ისეთივე იყო, როგორც მთელი ცხოვრება - მაგალითი კაცთმოყვარეობისა. არქიმანდრიტმა გრიგოლმა თავს იდო სხვისი დანაშაული, გადაარჩინა მოყვასის სიცოცხლე, თავად კი მოწამეობრივი აღსასრული მიიღო.
წმ. გრიგოლ ფერაძის ხსენების დღეა 6 ნოემბერი.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9