1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

წა წე წი წლ წმ წო წყ
წმ. წმი

წმ. მარია სკობცოვა

(1891 - 1945) პოეტი, მონაზონი და „საფრანგეთის დაუმორჩილებელთა“ მოძრაობის მონაწილე მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში. იგი თავშესაფრით ეხმარებოდა პარიზში გადასახლებულ რუს ემიგრანტებსა და ნაცისტების მიერ დევნილ ებრაელებს. ელიზავეტა 1932 წელს მონაზვნად ეკურთხა და სახელად და მარია დაირქვა. მაგრამ სამონაზვნო მონასტერში ყოფნის ნაცვლად მან გადაწყვიტა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა და აირჩია „ბერმონაზვნობა ერში“. მან დააარსა სტუმართა სახლი სასადილო ოთახითურთ, სამლოცველო და ოთახი კითხვისა და დისკუსიებისათვის. ვინაიდან სტუმრების რაოდენობამ შენობის ზომებს გადააჭარბა, სტუმართა სახლი განთავსდა ცნობილ რუე დე ლოურმელში, რომელშიც შესაძლებელი გახდა 100 სტუმრის მოწვევა და კვება. დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი შენობის ქირაობა ხდებოდა როგორც ოჯახებისათვის, ისე მარტოხელათათვის. დამატებით ერთ-ერთი სოფლის ფერმაც სანატორიუმად გადაკეთდა.
და მარიას სახლი წარმოადგენდა არა მარტო გაჭირვებულებისათვის დახმარების 1935 წელს ამ დისკუსიების შედეგად ჩამოყალიბდა მართლმადიდებლური აქციის მოძრაობა, რომელმაც მიზნად საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპების დანერგვა დაისახა.
1943 წელს ნაცისტებმა დააპატიმრეს მარია და დააბრალეს ე.წ. „ებრაელთმოყვარეობა“. რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში გატარებული ორი წლის შემდეგ იგი გაზის კამერაში დაიღუპა, ომის დამთავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე. წმ. მარიას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივლისს მოიხსენიებს.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9