1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დიტრიხ ბონჰიოფერი

(1906 - 1945) დღეს ჭეშმარიტად მიიჩნევა თანამედროვე მოწამედ. იგი იყო თეოლოგი, ლუთერანი მღვდელი და გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის მოწინააღმდეგე.
იგი მონაწილეობდა 1943 წელს აბვერის (მაშინდელი გერმანიის სამხედრო დაზვერვა) წევრების მიერ მოწყობილ ჰიტლერის მკვლელობის მცდელობაში. ბონჰიოფერი დააპატიმრეს და ფლესენბურგის ციხეში ჩასვეს, რადგან ის ასრულებდა კურიერის როლს მცდელობის ორგანიზატორებსა და ბრიტანეთის მთავრობას შორის.
ომის დამთავრებამდე სამი კვირით ადრე დიტრიხ ბონჰიოფერი ჩამოახრჩვეს ჰიტლერის ბრძანებით.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9