1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მამა დუმიტრუ სანდუ-მატეი

(1913 - 1951) რომის კათოლიკე მღვდელი; ანტიკომუნისტი წამებული და ღარიბთა მოციქული მამა მატეიმ სახელი გაითქვა, როგორც „ღარიბთა მოციქულმა“. საზოგადოების ზოგიერთი წევრის გადმოცემით, მან მთელი თავისი ქონება ღარიბებს გაუნაწილა.
როდესაც რუმინეთში კომუნისტური წყობილება დამყარდა, კომუნიზმის წინააღმდეგ მრავალი სტუდენტი დაირაზმა. მამა დუმიტრუ მათი მენტორი გახდა. ერთმა სტუდენტმა სახელად ლივიუ-კოკა მარგინეანუმ თქვა, რომ მღვდელი, რომელმაც შეძლო გამხდარიყო ჯგუფის მთავარი ფიგურა, აქტიურად ცდილობდა შეერჩია კომუნისტების ქმედებათა ოპონირებისათვის გამართლებული საშუალებები და გზები.
ხელისუფლების გამო მამა დუმიტრუ დიდხანს იმალებოდა სხვადასხვა ადგილას. საბოლოოდ, იგი ბუქარესტს გაემგზავრა, სადაც დააპატიმრეს. მას სამშობლოს მოღალატეობა დაედო ბრალად და სიკვდილი მიესაჯა. 1951 წლის 21 თებერვალს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი ქალაქ ჯილავას საპყრობილეში. მამა დუმიტრუ სანდუ-მატეის ხსოვნა ისტორიას დარჩა, როგორც არა მარტო ღარიბთა და ჩაგრულთა მოციქულის, არამედ თანამედროვე მოწამის, რომელმაც უყოყმანოდ გაწირა თავი უფლისა და მოყვასისათვის.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9