1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაძ მაჰ

მარტინ ლუთერ კინგი

(1929 - 1968) ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ოცნება; რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ მებრძოლი და ამერიკის ადამიანთა უფლებების დამცველი მოძრაობის ლიდერი დოქტორი მარტინ ლუთერ კინგი წარმოადგენდა ამერიკაში რასობრივი სეგრეგაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ოპონენტს. ის ქადაგებდა სოციალურ ცვლილებას პირდაპირი, მაგრამ არაძალადობრივი გზით.
მარტინ ლუთერ კინგი ბოიკოტის ლიდერად იქნა არჩეული და დასაბამი მისცა არაძალადობრივი ხასიათის პროტესტს.
ამ პროტესტის პირდაპირ შედეგად ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ალაბამას კანონი რასობრივი სეგრეგაციის შესახებ არაკონსტიტუციურად ცნო (1956 წლის დეკემბერი), და იმავდროულად მონტგომერის ავტობუსებშიც გაუქმდა სეგრეგაცია-დაყოფა.
ჟურნალ „ტაიმმა“ კინგი 1963 წლის საუკეთესო მამაკაცად დაასახელა. კინგს მისმა ძალისხმევამ - მშვიდობიანი მეთოდებით უკეთესობისკენ შეეცვალა მსოფლიო - 1964 წელს საერთაშორისო აღიარება მოუტანა, როცა იგი გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი.
დოქტორი კინგი 1967 წლიდან სახალხოდ აკრიტიკებდა ამერიკის სამხედრო ინტერვენციას ვიეტნამში. მან აგრეთვე სახელი გაითქვა, როგორც ღარიბთა დახმარების კამპანიების ინიციატორმა.
1968 წლის 3 აპრილს, მის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, დოქტორი კინგი მონაწილეობდა შავკანიანი მუშების გაფიცვაში ქალაქ მემფისში. იქ მან წარმოთქვა თავისი უკანასკნელი სიტყვა: „მე ვიყავი მთის მწვერვალზე“.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9