1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ოსე ოსვ ოსკ ოსტ ოსუ

ოსკარ რომერო

(1917 – 1980) „ხმის უფლების არმქონეთა ხმა“; სოციალური და პოლიტიკური თანასწორობისათვის წამებული.
მე-20 საუკუნის რომის კათოლიკე არქიეპისკოპოსი, რომელიც დაუღალავად მუშაობდა სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის ულებების დასაცავად.
1977 წლის თებერვალში, როცა ელ-სალვადორი სოციალური და პოლიტიკური რეპრესიების რეჟიმში იმყოფებოდა, ოსკარ რომერო სანსალვადორის არქიეპისკოპოსი გახდა. ამას პოლიტიკურ მმართველობაში აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, რადგანაც ის მეტად მშვიდი ბუნების კაცი ეგონათ. არავის წარმოედგინა, რომ ის მთავრობის ან არმიის სახალხოდ კრიტიკას შეძლებდა.
ოსკარი სასულიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საქმეებს დინჯად მიჰყვებოდა მანამ, სანამ ერთ ღამეს ყველაფერი უცებ არ შეიცვალა, როდესაც მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, მამა რუტილიო გრანდე, მოკლეს. მან ლიტურგიაზე ტაძრის პირდაპირ შეკრებილი 100000 მსმენელის წინაშე მთავრობა გააკრიტიკა და ბრალი დასდო ელ-სალვადორის ლიდერებს უსამართლობასა და თავისი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებებში. მან აგრეთვე დაგმო ყველა ის მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელიც არსებობდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ.
რომეროს მიერ ელ-სალვადორში გახშირებული მკვლელობების კრიტიკამ და ძალადობის გმობამ იგი მის წინააღმდეგ რეპრესიის ობიექტად აქცია. 1980 წლის 24 მარტს არქიეპისკოპოსი ერთ-ერთი დღესასწაულის აღნიშვნის დროს სან-სალვადორის ტაძარში მოკლეს.
ადამიანური ღირსებისა და სამართლიანობისათვის მებრძოლთ დღესაც შთააგონებთ არქიეპისკოპოს რომეროს მამაცური ცხოვრებისა და გარდაცვალების მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ მისი კანონიზაცია ჯერ არ მომხდარა, მას მაინც მოიხსენიებენ მისი გარდაცვალების დღეს სახალხოდ, როგორც წმ. რომეროს ამერიკისას.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9