1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეგ ნევ ნეი ნეო ნეპ ნერ ნეს ნეტ ნეფ

ნეტარი დედა ტერეზა კალკუტელი

(1910 - 1997) ქველმოქმედ მისიონერთა ორდენის დამფუძნებელი; ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატე აგნეს გონჯა ბოიაჯიუ, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც დედა ტერეზა კალკუტელი, დედა ტერეზა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველა დროის ქალთაგანია. მას ყველაზე მეტად იცნობენ და უყვართ იმის გამო, რომ მან მთელი თავისი ცხოვრება გაჭირვებულების დახმარებას უძღვნა. ის უდიდეს ყურადღებას იჩენდა სნეულების (განსაკუთრებითკეთროვნების), უპატრონო ბავშვებისა და ღარიბების მიმართ.
1979 წლის 10 დეკემბერს ოსლოში, ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების ცერემონიაზე მან თქვა: „ახლა, როცა არის ბავშვთა საერთაშორისო წელი, მე არდაბადებული ბავშვების სახელით მოგმართავთ თქვენ“. ხოლო, როდესაც ის გაესაუბრა ნორვეგიის მეფე ოლაფ VI-ს, მას ტირილით აღმოხდა: „თქვენო აღმატებულება, ვიმეორებ, აბორტი მკვლელობის ფორმაა!“.
თავისი მიღწევებისათვის დედა ტერეზას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, განსაკუთრებით კი მშვიდობის განვითარების საქმეში.
იგი 1997 წლის 5 სექტემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. 2003 წლის 19 ოქტომბერს დედა ტერეზა ნეტარად იქნა შერაცხული პაპ იოანე პავლე II-ის მიერ და კათოლიკური ეკლესიის მიერ 5 სექტემბერს მოიხსენიება.
Source: მორწმუნე ადამიანები: სამართლიანი ადამიანები / [ბიოგრაფიათა ავტ.: მარსელინ ბლაჯი, მარისელ ბულაი, ადინა პატრიკი [და სხვ.] ; მთ. რედ. დანუტ მანასტირეანუ, თეოლ. რედ.: კორნელ კადარი [და სხვ.], ლიტ. რედ. ოვიდიუ ბისოგი, ქართ. ვერსიის რედ. ნანა დანელია ; ილ. ქრისტი ბანდი]. - თბ. : გრიფონი, 2011. - 84გვ. : სურ. ; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-3119-9[MFN: 142610]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9